Untitled Document

ხვალის ქალაქი

ევროპის არქიტექტორთა ქსელის მხარდაჭერით ინიცირებულ იქნა ქალაქების განვითარების ახალი მიდგომები ევროპის უძლიერესი კვლევითი ინსტიტუტის, ფრაუნჰოფერის ინოვაციური პროექტის "ხვალის ქალაქი" სახელწოდებით.

ჭკვიანი ქალაქი

თბილისის ენერგეტიკის სააგენტოს ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა კორპორაცია სვარკოსთან ურთიერთობას, რომელიც გვთავაზობს პროექტს გარე განათებისა და ტრანსპორტის მოწესრიგების ე.წ. ჭკვიანი ტექნოლოგიების შესახებ სახელწოდებით "ჭკვიანი ქალაქი".

სოფლის ენერგოდამოუკიდებლობა

თბილისის ენერგეტიკის სააგენტო გერმანულ კომპანია KSB-სთან ერთად ამუშავებს პროექტს ქართული სოფლების ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაქმნელად. ამ პროექტის ფარგლებში ძირითადი როლი ენიჭება ამ კომპანიის მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტის გამოყენებას წყალუხვ სოფლებში ჰიდრორესურსების ეფექტიანად ასათვისებლად. ეს პროდუქტი წარმოადგენს ერთ ე.წ. კონტეინერში მოთავსებულ მობილურ მიკროჰესს, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი უტოლდება არსებული ტურბინებისას, ხოლო მისი ფასი, მონტაჟი და შენახვა გაცილებით ხელსაყრელი და ადვილია.

სოფლის ინფრასტრუქტურული განვითარების მოდელი

თბილისის ენერგეტიკის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებში საქართველოს შტუტგარტის უნივერსიტეტიდან ეწვევა 20 სტუდენტისა და 2 პროფესორისგან შემდგარი დელეგაცია. სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლიან სოფლის ინფრასტრუქტურული მოწყობისათვის საჭირო დეტალებს. ისინი განახორციელებენ სხვადასხვა აზომვით სამუშაოებს, დააკვირდებიან ყოფით ცხოვრებას, შეაგროვებენ ფოტომასალას და ასევე გაეცნობიან ამ პროექტისათვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას. ამ პროექტის მიზანია თანამედროვე ინფრასტრუქტურული მოდელის შექმნა, რომლის მიხედვითაც სოფლად მოწესრიგდება ისეთი პრობლემები, როგორებიცაა წყალმომარაგება, წყალარინება, ენერგომომარაგება, ტრანსპორტი და სხვ. ეს მოდელი უნდა მოერგოს საქართველოს სხვადასხვა სოფლებს და უზრუნველყოს სოფლის მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის ამაღლება.

2014 © Tbilisi Energy Agency
Tel.: +995 322 470104
info@tea.com.ge